ბათუმში, 45 წლამდე ასაკის ქალს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ.