რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს პური სრულიად უფასოდ დაურიგეს. ისინი მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ და აქციებს თავიანთ ფეისბუქ გვერდზე „გააღიმე ბავშვი“ აანონსებენ. ახალგაზრდების მიერ შექმნილ ფონდში თანხის გადარიცხვა ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანია ისეთ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სხვადასხვა პროდუქტის შეძენის საშუალება, ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ახალგაზრდებმა მსგავსი აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართეს.