„უფასო პროდუქტი“ ქუჩაში (ვიდეო).

2017-03-05 16:50:42

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე რუსთაველმა ახალგაზრდებმა  საქველმოქმედო აქცია გამართეს და თავიანთი ავტომობილიდან წარწერით „უფასო პროდუქტი“  მოქალაქეებს სრულიად უანგაროდ სხვადასხვა დასახელების საკვები გაუზიარეს. ახალგაზრდების თქმით, მსგავს აქციებს პერიოდულად მეგობრებთან ერთად თავიანთი სახსრებით აწყობენ.  ისინი მსგავს ღონისძიებებს თავიანთ ფეისბუქ გვერდზე "გააღიმე ბავშვი" აანონსებენ, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.