13 წლის მოზარდზე საექსუალუირი ძალადობისთვის ბაბუა დააკავეს

2022-09-25 14:22:05

არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შიდა ქართლში მამაკაცი დააკავეს.

13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბავშვის ბაბუა, 50 წელს გადაცილებული პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.