ორწლიანი პაუზის შემდეგ "რუსთავქალაქობა 2022" 25 სექტემბერს გაიმართება.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დღესასწაულისთვის მიძღვნილი კონცერტი კოსტავას გამზირზე 20 საათზე დაიწყება.
კონცერტზე იმღერებენ: ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, თეატრალური კვარტეტი. რუსთავქალაქობის სპეციალური სტუმარი ნანი ბრეგვაძე იქნება. ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.