რუსთავში ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებიდან ერთი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, პირს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა.
მეორე დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო დაწესებულებაში შედარებით სტაბილურად აფასებენ. პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები.