უმეტესად რისთვის იყენებენ ახალგაზრდები ინტერნეტს

2022-09-13 14:23:53

15 წელს გადაცილებული მოქალაქეების დიდი ნაწილი,  (95.9%) ინტერნეტში სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით შედის, ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირის მიზნით ინტერნეტს მათი 91.2% იყენებს, ინტერნეტის გამოყენების მიზნად ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას კი 51.4% მიმართავს.

  • შემდეგაა ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.3%),
  • საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.3%),
  • ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (41.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (40.1%) და სხვა.


ეს შედეგები ეხება 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობას.

მონაცემებს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2022 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 88.4 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.