რამდენიმე თვიანი მნიშვნელოვანი გაძვირების შემდეგ, საქართველოში ოქრომ გაიაფება დაიწყო.
როგორც "ინფო რუსთავს" "ოქროს ბირჟაზე" მოვაჭრეებმა უთხრეს, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ძვირფასი ლითონის ნაკეთობებზე ფასმა დაიკლო.
მოვაჭრეების თქმით, მაღალი სინჯის გრამი ოქროს ფასი 130 ლარია, როცა მისი ღირებულება, ერთი თვის წინ, 155 ლარი და მეტი იყო.
რაც შეეხება ბაჯაღლოს ტრადიციულ რგოლებს, გრამი ბაჯაღლო 1 თვის წინ 185 ლარი ღირდა, ახლა კი მის შეძენას 160 ლარად შეძლებთ.
"ოქროს ბირჟაზე" დასაქმებულების ინფორმაციით, ძვირფასი ლითონის ნაკეთობებმა მცირედით გაიაფება პანდემიის პიკური პერიოდების დასრულებისთანავე დაიწყე, თუმცა საგრძნობლად ფასის კლება მას შემდეგ შეინიშნება, რაც ქვეყანაში ლარის კურსის გამყარება დაიწყო.