რუსთავში მამაკაცმა ძმის ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა, მეგობრობის გამზირზე ძმის ცოლს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
მამაკაცსა და მის რძალს შორის შელაპარაკება უთანხმოებას მოჰყვა. კამათის დროს ბინაში ქალის ქმარი არ იმყოფებოდა. ცემის დროს ქალი მამაკაცს დაუსხლტა და მოახერხა პოლიცაში დარეკვა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცავებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.