ზაფხული დასვენებისა და თავგადასავლების სეზონია, თუმცა გახშირებულმა კვებითმ - ინტოქსიკაციებმა შესაძლოა ეს დაუვიწყარი წუთები არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებად აქციოს.
იმისთვის, რომ უსიამოვნება თავიდან აირიდოთ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ სეზონურ კუჭ-ნაწლავის ინფექციებთან საბრძოლველად.
რჩევებს ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს:
"რა შეიძლება იყოს ინფიცირების მიზეზები, როგორ ვლინდება და როდის უნდა მიმართოთ ექიმს:
ინფიცირების მიზეზები: ინფიცირების მიზეზი ხშირად მალფუჭებადი საკვებია. ინტოქსიკაცია შესაძლებელია მოხდეს დაუმწიფებელი ნაყოფისგან, პესტიციდებისგან, ისეთი საკვების ერთდროულად მირთმევის დროს, რომლებიც ვერ "ეწყობიან" ერთმანეთს, მაგ: ცხიმიანი პროდუქტი და რძის ნაწარმი.
განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ხორცპროდუქტებთან და გახსოვდეთ, ხორცპროდუქტები უნდა ინახებოდეს შესაბამის, დაბალ ტემპტერატურაზე.
სიმპტომები: სიმპტომები გამოიხატება შემდეგნაირად: გულისრევა, დიარეა, შემცივნება, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება.
რეკომენდაციები: დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი, ავად ყოფნის პერიოდში, მოერიდეთ კვებას. მიირთვით ჩაი, წყალი და პურის ორცხობილა. 24 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ კეფირი, კარტოფილის პიურე, მოხარშული ბრინჯი და სახლში დამზადებული ნატურალური წვენი.
ენტეროვირუსი: ენტეროვირუსი ვრცელდება ფეკალურ-ორალური და რესპირატორული გზით და აქტიურდებიან ზაფხულში. გახსოვდეთ, ვირუსი სასმელი წყლით ვრცელდება.
ენტეროვირუსს ახასიათებს:
• ღებინება;
• გაციება;
• გამონაყარი;
• კუნთების ტკივილი;
• ტემპერატურის მატება;
პრევენციისთვის აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების გამდინარე წყლით ხშირად დაბანა, ზედაპირების დეზინფექცია, სასმელი წყლის სისუფთავეში დარწმუნება მის დალევამდე.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
• ხილი და ბოსტნეული დიდი ხნის განმავლობაში გარეცხეთ, დაკვირვებით, შემდეგ კი კარგად გაამშრალეთ.
• ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი შენახული უნდა შეინახოთ მაცივარში არაუმეტეს 6 გრადუს ტემპერატურაზე.
• უმი და მზა ნაწარმი ერთად არ უნდა შეინახოთ.
• ხილ-ბოსტნეული შეინახეთ მშრალ ადგილას.
• საყინულედან გამოტანილი ხორცი გაალღვეთ მაცივარში, ან გამდინარე ცივ წყალში.
• დაამუშავეთ სტერილურად ზედაპირები, რომლებიც პროდუქტებს ეხება, გამოცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ტილოები
.• ზაფხულის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ დაკონსერვებულ პროდუქტს", - ნათქვამია რეკომენდაციებში.