10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის კმ13+530 - კმ14+900 მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს "ქეი ქონსთრაქშენი" ახორციელებს.
10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით დროის პერიოდში ავტოტრანსპორტი ლომოურის და სოხუმის ქუჩების გავლით იმოძრავებს.