50 წლამდე ქალი, რომელიც #15 საჯარო სკოლაში, ფანჯრების წმენდის დროს გადმოვარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც კლინიკა რუსთავში აცხადებენ, პაცინტს კლინიკაში შეყვანისას, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა, გაწეული დახმარებების შემდეგ, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, რის საფუძველზეც ოპერაციის ჩატარება მოხერხდა. ამ დროისთვის პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
50 წლამდე ქალი, #15 საჯარო სკოლის, მესამე სართულიდან, ფანჯრების მინის წმენდის დროს გადმოვარდა.