რუსთავში ქალი სიმაღლიდან ჩამოვარდა

2022-09-08 23:56:43

რუსთავში ქალი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი, #15 საჯარო სკოლაში, მესამე სართულზე ფანჯრის მინას წმენდდა რა დროსაც ფეხი აუცურდა და დაბლა ჩამოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტის გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.

დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და არსებული ინფორმაციით ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ქალი აღნიშნულ სკოლაში დამლაგებლად მუშაობს.