მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

2026-03-14 20:01:35

წყნეთში მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, "აუდის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ სააჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და სანიაღვრე არხში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულად დაიწყო.