ვარჯიშისას 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა

2022-09-08 17:32:01

ახმეტის მუნიციპალიტეტში ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში მცხოვრები მოზარდი დარბაზში ვარჯიშობდა, რა დროსაც ცუდი მანევრირების დროს ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.