შეზღუდვა გზაზე

2022-09-08 15:06:36

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ13+530 - კმ14+900 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას.

რის გამოც, 2022 წლის 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტება. დროის ამ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლომოურის და სოხუმის ქუჩების გავლით