შიდა ქართლში 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა, 13 წლის გოგონა გაიტაცა და მისი გაუპატიურება სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე და მისი მსხვერპლი მეზობლები არიან. შუახნის კაცი ტაქსის მძღოლია.
როგორც ირკვევა, მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონა გვიან ღამით მანქანით გაიტაცა, მოზარდმა მისგან თავის დაღწევა შეძლო და მომხდარის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას აცნობა.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით დაიწყო. შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლით აღძრა.
კაცი უკვე დაკავებულია.