რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალი ჭურჭელი შეიტანეს. სხვადასხვა სახის ჭურჭელი როგორც სამაზრეულოსთვის, ისე ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.
როგორც "ინფო რუსთავს" "რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა, ჭურჭლის განახლება ყველა ფილიალში ყოველწლიურად მიმდინარეობს.
ბაღებში შეტანილი ჭურჭლის საერთო ღირებულებამ 32 000 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში რუსთავის ბაგა-ბაღები საბანებით, ლეიბებითა და ბალიშებითაც აღიჭურვა.