ახალი ინვენტარი ბაღებში

2017-08-10 12:57:23

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღები რბილი ინვენტარით აღიჭურვა. 3 500 ერთეული საბანი, ლეიბი და ბალიში, ბაღების ნაწილში დღეს გადანაწილდა, დანარჩენი ბაღი კი რბილი ინვენტარით იანვრის თვეში აღიჭურვება. ბაღებს ასევე გადაეცა 1 200 ერთეული საწოლი. ახალი ინვენტარი, რუსთავის ბაგა-ბაღების ღელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა დღეს, #40 და #18 ბაგა-ბაღს პირადად გადასცა.  2017-2018  წელს რუსთავის ბაღების 20 -ივე ფილიალში ინვენტარი სრულად განახლდება.