შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მართვის მოწმობების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც საქართველოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარების ვალდებულება ამოქმედდა, 3 თვეში 3 529 მართვის მოწმობაა გაცემული. კერძოდ, მაისში - 2 188; ივნისში - 556; ხოლო ივლისში - 785.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის როგორც საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება უწევთ.
რაც შეეხება ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ მონაცემებს, სტატისტიკა ასე გამოიყურება:
იანვარი - 3 340;
თებერვალი - 5 216;
მარტი - 5 722;
აპრილი - 5 357.