გერმანიაში ქართველი სტუდენტი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 19 წლის სტუდენტი ბ.ი. 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.
სტუდენტი გერმანიაში გაცვლითი პროგრამის სასწავლო კურსით იმყოფებოდა. სტუდენტმა თავისი ადგილმდებარეობა ბოლოს სოციალურ ქსელში, 1 ოქტომბერს 3:38 საათზე გამთენიისას გერმანიის ერთ-ერთი ღამის კლუბში მონიშნა.
ბ.ი. წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.