"ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება"

2022-09-05 11:07:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 სექტემბრიდან ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე ქ.ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ს.მესხის ქუჩამდე (კმ13+530-კმ14+900 მონაკვეთი).

აქედან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ნინოშვილის და გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.