გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსში" მშობიარე ქალი გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი, 30 წელზე მეტი ასაკის ქალი, კლინიკაში თვითდინებით, ოჯახის წევრებმა შეიყვანეს.
ექიმების განმარტებით, თავდაპირველად ნაყოფი დაიღუპა. ოპერაციის შემდეგ, კი მშობიარეც გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სხვა რეგიონის მცხოვრებია და გურჯაანის კლინიკაში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა.
ამ დროისათვის, ცხედარი ექსპერტიზაზე, სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე შესაბამისმა უწყებამ მოკვლევა დაიწყო.