უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში - შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა.
ადგილობრივების ცნობით, მძღოლს ტრაილერი დაუგორდა და გადაუარა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.