სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში, გარკვეულ პროდექტებზე ფასმა მოიმატა:
- პური და პურპროდუქტები (32.4 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (20.8 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (19.8 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (18.7 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6 პროცენტი),
- თევზეული (13.6 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1 პროცენტი),
- ხილი და ყურძენი (2.5 პროცენტი).
- ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 პროცენტით. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.