39 წლის კაცი მოკლეს

2022-08-29 16:17:59

ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს.

ახლობლების ინფორმაციით, მოკლული დავით ჩხეიძე საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. მათივე თქმით, დავით ჩხეიძემ მათ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა.

როგორც მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, აღნიშნული პირი მოგვიანებით დავით ჩხეიძეს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.