მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას რუსთავის ამერიკულ კუთხეში (შარტავას ქ.11) 5 ოქტომბერს 15:00 საათზე გამართავენ. შეხედრაზე მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება განხილული.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
შეგახსენებთ, მწვანე ბარათის გათამაშებისთვის რეგისტრაცია 2017 წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე იწყება და მასში მონაწილეობა უფასოა.