მწვანე ბარათის გათამაშება

2017-09-19 11:39:39

მწვანე ბარათის გათამაშებისთვის რეგისტრაცია 2017 წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. გათამაშებაში მონაწილეობის მსურველები ვებ-გვერდზე: dvlottery.state.gov უნდა დარეგისტრირდნენ.

აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიის ჩატარებასაც გეგმავენ. შეხვედრები საქართველოს 10 ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც 5 ოქტომბერს 15:00 საათზე ამერიკულ კუთხეში გაიმართება.

2019 გათამაშებისთვის რეგისტრაცია 2017 წლის 7 ნოემბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) დასრულდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 1 მაისიდან შეძლებთ თქვენი სტატუსის გადამოწმებას გათამაშების ვებ-გვერდზე: www.dvlottery.state.gov

მწვანე ბარათის გათამაშების საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შესატანად, გაეცანით 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების ინსტრუქციას ქართულად.