თელავში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული და გადაუდებელი დახმარება უტარდება.
შემთხვევის ადგილზე, პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო სამუშაოებს ატარებს.