თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.