რუსთავში მეზობლებმა რესტორანს უჩივლეს

2022-08-25 12:48:32

ძველ რუსთავში არსებულ ერთ-ერთ რესტორანს მეზობლებმა ხმაური გამო უჩივლეს.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, რესტორანში 23:00 საათის შემდეგ მუსიკა მაღალ ხმაზე იყო ჩართული, რის გამოც მოქალაქეებმა მერიის სამსახურს დახმარების თხოვნით მიმართეს.

ხელმძღვანელის, ბაჩო ხაჩიძის განცადებით, პირველ ჯერზე, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები დაწესებულების ადმინისტრაციის გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. 

ცნობისთვის, კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ხმაური დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები