დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.