ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 55 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.