რუსთავში ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა

2022-08-17 11:17:18

რუსთავში ხარაჩოდან 62 წლის მუშა გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი კლდიაშვილის სკვერში არსებულ ატრაქციონებზე მინაბოჭკოვანი ქსოვილის გადაკვრის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩოდან გადმოვარდა და დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განუცხადა, მუშას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია და მიმდინარებს სამედიცინო კვლევები.

"კოჭ-წვივის სახსარი დაფიქსირდა თაბაშირით, მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები. სხვა დაზიანებები არ აქვს, სიცოცხლისთვის საშიში არ ჩანს არაფერი",- განუცხადა ინფო რუსთავს ირმა სულაქველიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები