ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2022-08-13 23:48:29

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 42 წლამდე მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ, სადაც მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. 

მოკლულის ცხედარი სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები