რუსთაველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

2022-08-11 11:23:09

რუსთაველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

19 წლის სპორტსმენი, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იაპონელ ტაიკი ნაკამურას დაუპირისპირდა.

რუსთაველი ძიუდოისტი იაპონელთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები