საფეხბურთო მოედანზე მეკარე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილმა ვარჯიშზე გონება დაკარგა, რის შემდეგაც მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად ფეხბურთელი გარდაიცვალა.
მატჩი "ვიტ ჯორჯიასა" და ზუგდიდს" შორის უნდა გამართულიყო.
სპორტსმენი 31 წლის იყო და კარიერის განმავლობაში სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში თამაშობდა.