ვანდალიზმის კიდევ ერთი შემთხვევა რუსთავში.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-17 მიკრორაიონის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მათ ეზოში არსებულ სტადიონს არასრულწლოვნები აზიანებე. მათი თქმით, გაფუჭებულია მოედნის საფარი, დაზიანებული რკინის კარი და მოპარულია უსაფრთხოების კამერა.
"ბავშვები აზიანებენ, ქვებს ესვრიან კალათბურთის ფარის შუშებს, განათების ბოძებს. ძალიან ბევრი ბავშვი იყრის თავს და აფუჭებენ",- განუცხადეს "ინფო რუსთავს "ადგილობრივებმა"