ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფოემაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ბებია-შვილიშვილს ავტომობილი დაეჯახა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ბავშვი კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მრავლობითი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანა.
"ინფო რუსთავი" დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.