რუსთავში 8 გველი დაიჭირეს

2022-08-05 19:49:13

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასულ თვეში 8 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 13 გამოძახება შევიდა, საიდანაც 8 დადასტურდა, თუმცა შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ. დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: 1 გეკონი, 1 წყლის ანკარა, 3 ჩვეულებრივი ანკარა, 2  წითელმუცელა და 1 გველხოკერა.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, დარეკვა შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები