რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლის ნაძვებს გაუჩნდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტრო ენერგიის სადენები გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.