ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ე.წ. სვანების ბაზრობასთან მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი მეეზოვედ მუშაობდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.