ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ყირიმ-კონგოს ცხელებით 45 წლამდე კაცი გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა ბესიკ ხალაძემ განუცხადა, რომ 45 წლის მამაკაცი მკურნალობას თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევაა დადასტურებული, ფიქსირება უკვე სამი გარდაცვალება.