სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში რუსთავში 4 ობიექტი დააჯარიმა.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის ოთხივე სასურსათო მაღაზიაა. მათ 500-500 ლარიანი ჯარიმა ვადაგასული პროდუქტით ვაჭრობისა და რეგისტრაციის არ ქონის გამო დაეკისრათ.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, გეგმურად თუ არაგეგმურად რუსთავში 48, ქვემო ქართლში კი 119 ობიექტი შემოწმდა, აქედან 11 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდ. სხვადასხვა ობიექტიდან აღებულია 26 სახის ნიმუში.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.