საქართველოში კიბოს გამოვლენის სტატისტიკა გაიზარდა

2022-08-01 14:51:59

კოვიდპანდემიამ ქვეყანასი სკრინინგის პროგრამებში ჩართული ადამიანების რაოდენობა შეამცირა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგით გამოკვლეულ ბენეფიციართა რაოდენობამ 40591 შეადგინა. წინა წელს ეს მონაცემი 44 737 იყო, კოვიდამდელ, 2019-ში კი 52 240-ს.ამასთან, გაზრდილია კიბოს გამოვლენის სტატისტიკა: 2021 წელს კიბოს დიაგნოზი 9 702 ადამიანს დაუსვეს, 2020-ში ეს მაჩვენებელი 9 372 იყო. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქვეყანაში კიბოს დიაგნოზს 10-დან 11 ათას ადამიანს უსვამდნენ.

სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, აქტიურად ჩაიტარონ სკრინინგის პროგრამები, რათა პაციენტს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაესვას და შესაბამისად, მკურნალობაც უფრო ეფექტიანი იყოს.