გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ორი მოზარდ გოგოს ეძებენ.
დაკარგულია 12 წლის ლანა ლუკიანოვა და 13 წლის სვეტა ქსოვრელი. დაკარგულ არასრულწლოვნებს უკვე მე-4 დღეა ეძებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" არასრულწლოვნების დეიდამ განუცხადა, გოგოებმა თქვეს, რომ მაღაზიაში აპირებდნენ წასვლას, რის შემდეგაც ისინი სახლებში აღარ დაბრუნებულან. ახლობლების ინფორმაციით, მათ სამართალდამცავ უწყებას უკვე მიმართეს და არასრულწლოვნებს პოლიცია ეძებს.
დეიდის ინფორმაციითვე, მოზარდი გოგოები შეამჩნიეს მცხეთაში და შემდეგ თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გოგოებთან ვერ ხდება მობილური კომუნიკაციის დამყარება, რადგან მათ ტელეფონები სახლში დატოვეს.
ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით:
ნათია ნარიმანიძე - 599199031