შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ვერტმფრენის ეკიპაჟის რვავე წევრი გარდაიცვალა.
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის და მითუმეტეს ოჯახის წევრებისთვის...
კადრებიც იყო ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერ არაფერი ვიცით, ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. სამწუხაროდ, 8 ადამიანი გარდაცვლილი, 1 ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა. მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, რომლის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ამოიყვანეს, ცოცხალია. რაც შეეხება პარაპლანის ფრენებს, დიდი პრობლემაა, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ფაქტებიც, ალბათ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს",- განაცხადა გომელაურმა.