გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტოც.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.