ხონში სტუდენტურ ბანაკში სტუდენტებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. სავარაუდოდ, მოწამვლა წყაროს წყლის მიღებას უკავშირდება.
ცხრა სტუდენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დირექტორის მოადგილემ, ნანა გონგაძემ განუცხადა, მათთან 9 სტუდენტი შეიყვანეს, 7-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, ჩაუტარდათ დეზინტოქსიკაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალგაზრდებს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდათ დიარია, ტემპერატურა და გულის რევა.
არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიერ მოეწყო.