20 წლის ბიჭი მოკლეს

2022-07-28 19:33:15

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდების დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც შემდგომში სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 20 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

"ინფო რუსთავი" დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.